სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა მედიის წარმომადგენლებს გააცნო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა, სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა და 2019 წლის მნიშვნელოვანი შედეგები, მედიის წარმომადგენლებს გააცნო. ტყეების აღდგენა, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია, ორგანიზებული ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზეც მედიის წარმომადგენლებმა სააგენტოს ხელმძღვანელობისგან ინფორმაცია სრულად მიიღეს. სატყეო სააგენტოს მთავარ გამოწვევად რჩება ასევე, სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმი, რეგონში სამუშაო ადგილების შექმნა და სატყეო განათლების ხელშწყობა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ ფინანსური მარდაჭერით გაიმართა. ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა სატყეო სექტორის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი მიზანია სააგენტომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს საზოგადოების ინფორმირება, პროცესის გამჭვირვალობა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები