სამართალდამცველებმა ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს
საქართველოს პარლამენტის შესასვლელებთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც აანონსებენ. დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას.
აქციის მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და აცხადებენ, რომ სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.