ბიძინა ივანიშვილი: თუ ჰპირდები უნდა შეასრულო, მაგრამ მოხდა ეს, სამწუხარო რეალობა

სამწუხაროა, რომ გუნდმა დაპირება ვერ შეასრულა, რა თქმა უნდა გუნდი დაზიანდა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “იმედის“ გადაცემა “SWOT ანალიზში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
“სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა, დაზიანდა გუნდი. მე ყოველთვის ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს, მთელი ცხოვრება ასე ვიქცევი არა მარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანი განიცდის როცა ის ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც ვერ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მე არცერთი პრინციპული არ მახსოვს ჩვენი შვიდწლიანი ისტორიის განმავლობაში, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა პოლიტიკაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. ზოგადად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ დაპირებას, თუ ჰპირდები უნდა შეასრულო. მაგრამ მოხდა ეს, სამწუხარო რეალობაა. რა თქმა უნდა განვიცდით, განვიცდი პირადად. განიცდიან გუნდშიც, განიცდიან ისინიც ვინც მხარი არ დაუჭირა. განიცდიან იმას, “ქართულმა ოცნებამ” გასცა დაპირება და ვერ შეასრულა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები