რუსეთი, ჩინეთი და ირანი ინდოეთის ოკეანეში სამხედრო სწავლებას გამართავენ

რუსეთის, ირანის და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, ინდოეთის ოკეანეში ერთობლივ სამხედრო სწავლებას გამართავენ.

ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა ჰოსეინ ჰანზადიმ განაცხადა.

“უახლოეს დროში ერთობლივ სწავლებას გავმართავთ ირანის საზღვრებიდან სამხრეთით”, – განაცხადა ადმირალმა.

მისი თქმით, გასულ თვეს სამივე ქვეყნის ფლოტების სწავლების წინასწარი დაგეგმარება მოხდა, ამჟამად მანევრების დაწყებამდე ბოლო ეტაპის მზადება მიდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები