ნიკა მელია: ხვალ პარლამენტის პიკეტირება მოეწყობა
ხვალ დილის 8:30 საათიდან ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას იწყებს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენლებს კომფორტული პოლიტიკური ცხოვრების შესაძლებლობა არ მიეცემა.
“ხვალ გაიმართება კვლავ პიკეტირება, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა შესასვლელებთან. არ მიეცემა შესაძლებლობა ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს კომფორტული პოლიტიკური ცხოვრების შესაძლებლობა მანამ, სანამ ისინი არ დააბრუნებენ მიტაცებულ პირობას ვგულისხმობ, სამართლიან ანუ პროპორციულ არჩევნებს”, – განაცხადა მელიამ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.