აშშ-მა მექსიკის ნარკორეალიზატორთა დაჯგუფებაში მყოფი პირები, შესაძლოა, ტერორისტებად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მოაწერს ხელს ბრძანებას, რომ მექსიკაში ნარკორეალიზატორთა დაჯგუფებაში მყოფი პირები ტერორისტებად გამოცხადდებიან, რადგან ისინი ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდას ახორციელებენ და ადამიანებით ვაჭრობენ.

ამის შესახებ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ისინი ტერორისტებად გამოცხადდებიან. უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ვმუშაობდი საკითხზე. მარტივი არ არის, მთელი პროცესი არის საჭირო და ამჟამად ამ პროცესში ვართ”,-ანაცხადა შშ-ის ლიდერმა.

იმ შემთხვევაში თუ გარკვეული დაჯგუფება ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადდა, აშშ-ის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება აღნიშნულ ორგანიზაციას მხარდაჭერა გამოუცხადონ, მის წევრებს კი, აშშ-ში შესვლა აეკრძალებათ. ფინანსურ ორგანიზაციებს კი შეეძლებათ თანხების ბლოკირება ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე. ასეთი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ბანკები ვალდებულები იქნებიან ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შეატყობინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები