თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება Startup Grind Tbilisi დასრულდა

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi დასრულდა. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში იმართებოდა და თავი მოუყარა მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისათვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის. ხელი შეუწყოს ინოვაციების, ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით გაიმართა და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იყვნენ ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა.

ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები, ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან სესიებსა და პანელურ დისკუსიებს. Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები