ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების გამო 8,9 და 10 ნოემბერს კინოთატრებში სეანსები არ ჩატარდება

8, 9 და 10 ნოემბერს კინოთატრებში სეანსები არ ჩატარდება.

როგორც “კვირას” “კინოაფიშაში” განუცხადეს, გაიმართება მხოლოდ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება და სხვა ყველა სეანსი გაუქმდება.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის ” და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8 ნოემბერს შედგება და ჩვენებები 9 და 10 ნოემბერსაც გაიმართება.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

პრემიერის პარალელურად დაგეგმილია საპროტესტო აქციები, მათ შეუერთდებიან სასულიერო პირებიც.

დაგეგმილ პროტესტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კინოთეატრების მარკეტინგის სამსახური. განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები