4 ნოემბერს ექსპო ჟორჯიაში “საქართველოს კარიტასის” 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

4 ნოემბერს, 16:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ორგანიზაციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს.
“ღონისძიების მთავარი მიზანია, დამსწრე პირები გაეცნონ კარიტასის საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგებს და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობას.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ორგანიზაციის უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორები, დონორები, ელჩები, ორგანიზაციის თანამშრომლები და ბენეფიციარები. ამასთან, ღონისძიებაზ დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სოციალურად დაუცველი ბავშვების ხელნაკეთი ნივთები და გაეცნონ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სოციალურ კამპანიას.
საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი” ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას 1994 წლიდან ემსახურება. ორგანიზაციის მისია წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარებას და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებითა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით”,- ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები