22 ოქტომბერი

10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზი“) ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე და კომერციული დეპარტამენტის უფროსი ედიშერ ხორავა პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება; ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი: რა სანქციების დაწესებაა დაგეგმილი და რამდენად საკმარისია ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
აფეთქება გურამიშვილის გამზირზე და ადგილობრივების განცხადებები კომპანიის პასუხისმგებლობაზე. როგორია სტატისტიკა კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობების მოხმარებასთან დაკავშირებით.
ზამთრის სეზონის მოახლოება და რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კინოსტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელის, რეჟისორ გრიგოლ ჩიგოგიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალ „თბილისურ აისი“
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები