რას ემსახურება რუსეთის სამხედრო პოტენციალის ზრდა – პოლონეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების საფრთხეზე საუბრობენ

პოლონეთის საერთაშორისო საკითხთა ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთმა ბოლო წლებში სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდა.

დოკუმენტის ავტორების აზრით, ჩატარებული სამხედრო სწავლებები სწორედ საბრძოლო სიძლიერის და მობილურობის ზრდის დემონსტრირება იყო.

ექსპერტების აზრით, სამხედროები მზად არიან ნებისმიერ წერტილში გადასროლისთვის, ასევე მათ საჭირო აღჭურვილობაც გააჩნიათ.

ამასთან, რუსულ არმიას შეუძლია სამხედრო ოპერაციები ერთდროულად აწარმოოს სულ მცირე ორი მიმართულებით.

პოლონელი ექსპერტების აზრით, განახლების მიზანია ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადება.

„ამრიგად, რუსეთის მიერ არაბირთვული სამხედრო პოტენციალის ზრდა, ნატოსა და მათი მოკავშირეებისთვის სულ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რაც ალიანსის თავდაცვითი სტრატეგიის შემუშავების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული“,-აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები