ლისის ტბაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე გარდაიცვალა

6 ოქტომბერს ლისის ტბაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი 41 წლის გოჩა ვეფხვაძე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის გახოკიძის ქუჩაზე დაიწყო, კონფლიქტი ლისის ტბაზე გაგრძელდა, სადაც ის სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. გოჩა ვეფხვაძე ავტომობილში დაჭრეს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან მიატოვეს. დაჭრილი რეგიონალურ ჰოსპიტალში 6 ოქტომბერს მოათავსეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია საქმე. საქმის ფიგურანტ ხუთ პირს ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული.
საქმეზე გამოძიება, 19-109; 236 და 143 მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები