კახა კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ კოალიციის გარეშე შევძლოთ ქვეყნის მართვა

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ კოალიციის შექმნის გარეშე შევძლოთ ქვეყნის მართვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
​”მე მგონია რომ ყველა პარტია გამოვა დამოუკიდებლად. ახალი საარჩევნო სისტემა შემოდის, დარწმუნებული ვარ ამ სისტემას პარლამენტშიც მხარდაჭერა ექნება. ზოგადად, 2020 წლის პარლამენტის არჩევნები იქნება საკმაოდ საინტერესო. ცვლილებები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა დაანონსებულ ბევრ პარტიას მისცემს შესაძლებლობას რა თქმა უნდა თუ ექნებათ მოსახლეობის მხარდაჭერა. ჩვენ გამოვალთ დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ კოალიციის გარეშე შევძლოთ ქვეყნის მართვა”, – განმარტა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები