ლევან არველაძე: ჩემთვის მიუღებელია დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ლევან არველაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასლან ბეჟანიძის შეწყალებას გამოეხმაურა.

როგორც საკრებულოს დეპუტატი აღნიშნავს, მისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია.
„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის შეწყალების აქტს, რის საფუძველზეც დავით ოთხმეზურის მკვლელი შეწყალებულ იქნა. მე, როგორც მის ბავშობის მეგობარს და ასევე,როგორც ჩვენი თაობის ბევრ თბილისელს, კატეგორიულად მიუღებელად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება”, – ნათქვამია ლევან არველაძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები