იოსებ ჭელიძე ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა

0

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა.
იოსებ ჭელიძე დაიბადა 1969 წლის 24 ოქტომბერს. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. 15.05.1995-01.01.2005 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე; 21.01.2005-05.02.2015 წლებში საქმიანობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე;05.02.2015-11.05.2015 წლებში იყო შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსი; 11.05.2015-01.08.2015 წლებში იყო შსს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 01.08.2015-10.09.2019 წლებში საქმიანობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი) თანამდებობაზე; 2019 წლის 10 სექტემბრიდან დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

კომენტარები

კომენტარი