ბოლონია, კიოლნი – Wizz Air-ის 2 ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება

0

იტალიის ქალაქი ბოლონია და გერმანიის ქალაქი კიოლნი – ორი ახალი მიმართულებაა, სადაც ფრენები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ის მიერ შესრულდება.
როგორც “კვირას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4 ჯერ შესრულდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მუდმივად მუშაობს საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის მიმართულებით. ასევე, არსებული ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების კუთხით.
ავიაკომპანია Wizz Air-ი უკვე 7 წელია საქართველოს ავიაბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. 2018 წლის მონაცემებით, ის მგზავრთა გადაყვანის კუთხით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერიც გახდა. 10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი განთავსდება, რომელიც ფრენებს ევროპის 6 ახალი მიმართულებით: ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში შეასრულებს”,-ნათქვამია “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი