საბა კიკნაძე: Ryanair-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს

” უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელი ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს”, -ამის შესახებ „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ განაცხადა.
კიკნაძის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ამით კი ქვეყანაში შესაძლოა ე.წ. weekend ტურების განვითარება მოხდეს და შაბათ-კვირის გასატარებლად საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდეს.

„საქართველოს ბაზარზე Ryanair-ის შემოსვლას ტურიზმის განვითარების მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ძალიან კარგია. Ryanair-ი ძირითადად ტურისტული მიმართულებით ასრულებს რეისებს და ავიაკომპანიის რუკაზე საქართველოს დატანა, ქვეყანას ევროპელი ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაუზრდის“, აცხადებს კიკნაძე.
„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ კიდევ ერთი ავიაკომპანიის შემოსვლა ქვეყანაში, შესაბამისი ფასის სეგმენტის ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლას კიდევ გაუმარტივებს.
მისივე თქმით, მისასალმებელია ისიც, რომ რაინეარი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები