პაატა სალია: ქიბარ ხალვაშის სურვილია, “რუსთავი2” ფინანსურად გაჯანსაღდეს, რაც მომავალში მის დამოუკიდებლობას განაპირობებს

“ქიბარ ხალვაშის სურვილია, “რუსთავი2″ ფინანსურად გაჯანსაღდეს და ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით ირჩინოს თავი, რაც, პირველ ყოვლისა, განაპირობებს მის დამოუკიდებლობას”, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოსთან ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
„ახლა არის მომდევნო სეზონის მზადების პერიოდი დაწყებული, ძალან ცოტა დრო დარჩა ახალი სეზონის დაწყებამდე. სწორედ ამიტომ, თუ იქნებოდა ცვლილებები, უნდა მოგვეხდინა მესაკუთრის ცვლილებები ამ მოკლე პერიოდში იმგვარად, რომ ხელი არ შეშლოდა არხის ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს ვადა უშედეგოდ გავიდა და ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, არხი არ გაკოტრდეს. ეს იყოს წარმატებული ტელეკომპანია, რომელიც იქნება პოპულარული და რომელიც იქნება მაქსიმალურად კრიტიკული. ჩვენ ამ მოკლე ვადაში დავსახეთ კონკრეტული ამოცანები და გეგმები.
ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ სახელმწიფოსთან ვალის რესტრუქტურიზების თაობაზე, აუცილებლად გვექნება ჩვენი პოზიცია ამ მიმართულებაზე. ვმუშაობთ და აქტიურად ვიმუშავებთ კრედიტორებთან, 70 მილიონზე მეტია დავალიანება. სამუშაო დიდი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, ამ ამოცანას გადავლახავთ და გადავჭრით. ეს იქნება კომპანიის საკეთილდღეოდ განხორციელებული მოქმედებები და აუცილებლად შეიტყობთ იმ სიახლეების შესახებ, რაც მოხდება კომპანიაში. ეს იყო მოკლედ იმ გადაწყვეტილების შინაარსი, რაც მიიღო ქიბარ ხალვაშმა და რაც გაცხადდა გუშინ.
​მინდა, მე დღეს დამატებით კიდევ ერთხელ გითხრათ – გეგმა რეალურია, რომ ქიბარ ხალვაშის სურვილია, გაჯანსაღდეს ეს კომპანია ფინანსურად და მას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით ირჩინოს თავი, რაც, პირველ ყოვლისა, განაპირობებს მის დამოუკიდებლობას. სწორედ ეს არის მისი ამოცანა და ის არ დაზოგავს საკუთარ ფინანსებს, შესაძლებლობას, გამოცდილებას ბიზნესში, რომ მიაღწიოს თავის ამოცანას“, – აღნიშნა პაატა სალიამ და განაცხადა, რომ, ამ ეტაპზე, მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები