საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერება მოხდება

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში ჩართული ექსპერტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც აზერბაიჯანულ მედიას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მხარეებმა დელიმიტაციის პროცესი, ასევე, საზღვრის სადავო მონაკვეთებთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები განიხილეს.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოხდება საზღვრის სადავო მონაკვეთების დათვალიერება და აზომვითი სამუშაოების ჩატარება.
ცალკეული მონაკვეთებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება უკვე 19-23 აგვისტოს მოხდება, დანარჩენების კი ეტაპობრივად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები