2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 12.4 %-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.7 %-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 065.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 4 963.1 მლნ. აშშ დოლარს (4.7%-ით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივლისში 2 860.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.6%-ით გაიზარდა და 1 311.9 მლნ. აშშ დოლარი მიაღწია.
2019 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (303.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (266.2 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (181.2 მლნ. აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (864.5 მლნ. აშშ დოლარი) ჩინეთი (501.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (486.3 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები