„საქართველო განათლებისთვის“ – სოციალური კამპანია ადამიანებს განათლების მიღებასა და პროფესიის დაუფლებაში დაეხმარება

დაიწყო სოციალური კამპანია  GFE – საქართველო განათლებისთვის, რომელიც ფონდ „პატრიოტებთან“ არსებობს.
ფონდის  მესვეურთა თქმით, ფონდი  მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, შშმ, დევნილი და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები უსახსრო ადამიანებისთვის განათლების, პროფესიის მიცემას, პროფესიის არჩევაში დახმარებასა და ინტერაქციულ შეხვედრებს ცნობიერების გაზრდის კუთხით.
ფონდ ,,პატრიოტების“ დამფუძნებელი და მთავარი დამფინანსებელია ელგუჯა ზარიაშვილი, რომელიც 13 წელია, ემიგრაციაში იმყოფება და თვითონ აფინანსებს ფონდის საჭიროებებსა და იმ ადამიანებს, ვისაც განათლების მიღება უნდათ და ამის შესაძლებლობა არ აქვს.
ფონდის სოციალური კამპანიის – ,,საქართველო განათლებისთვის“  მიზანია, დავეხმაროთ გაცილებით მეტ ადამიანს განათლების მიღებასა და პროფესიის დაუფლებაში. სწორ განათლებაზე დგას ადამიანების კეთილდღეობა, ქვეყნის განვითარების გზაც სწორედ განათლებაზე გადის, ამისთვის კი ერთი ადამიანი ვერ იქნება საკმარისი“, – ამბობს ელგუჯა ზარიაშვილი.
ფონდი მსურველს სთავაზობს პროფესიული განათლების დაფინანსებას იმ მიმართულებებზე, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სწავლის პროცესში სხვა საჭიროებების ხარჯების დაფარვას, დაბოლოს, კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას.
ვისაც სურს, თუნდაც 1 ლარით იყო განათლების დამფინანსებელი და სხვისი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში წვლილის შემტანი, შეუძლია,  გადარიცხოს თანხა მითითებული ანგარიშის ნომერზე: „საქართველოს ბანკი“,  GE92BG0000000798747400
მოგვიანებით ამ რეკვიზიტებს  დაემატება დონაციის საიტი და ფასიანი ტელეფონის ნომრები.
სურვილისამებრ, შეიძლება ნივთის შემოწირვაც.
„ონლაინაუქციონის გზით შემოსული თანხა ჩაირიცხება იმ სასწავლო დაწესებულებებში, რომლებსაც ჩვენი ბენეფიციარები აარჩევენ. შემოწირვის შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახით“, – აცხადებენ ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები