ლადო ბოჟაძე: საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფის, „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელთა შემადგენლობიდან „კონტი ჯგუფი“ გავიდა.

„სამწუხაროა, რომ კონსორციუმმა ვერ მოახერხა მისი ტენდერში გამარჯვების მთავარი მიზეზის, ამ სფეროში ყველაზე გამოცდილი და წარმატებული კომპანიის პარტნიორად შენარჩუნება. პრობლემების არსებობა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დადასტურდა, როცა “კონტი ჯგუფის” პრეზიდენტმა, კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმედია, 2019 წლის 15 ოქტომბრამდე შეასრულებენ ჯერ კიდევ 2016 წელს აღებულ ვალდებულებას, მოიზიდონ პორტის მშენებლობისთვის აუცილებელი 520 მილიონი დოლარი. თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, ვერ შეასრულებს აღებულ ვალდებულებას, მაშინ პორტი სახელმწიფომ უნდა ააშენოს.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც!“, – წერს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები