ოთარ ანგურიძე: Fitch- ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch- ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე,“ – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ სარეიტინგო კომპანია Fitch- ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას განაცხადა , რომლის თანახმადაც, საქართველოს რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზეა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის ძლიერ მხარეებს წარმოადგენს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 2018 წელს, 7.7%-მდე. იქვე ნათქვამია, რომ მომდევნო 2 წელიწადში, ანგარიში შემცირდება 5.3%-მდე, რაზეც დიდ გავლენას იქონიებს საპენსიო სისტემა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია იძლევა საფუძველს, რომ საგარეო ვალის შემცირება საშუალოვადიან პერიოდში მოხდეს.

„როგორც კვლევიდან ვიგებთ, რეიტინგის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა პოლიტიკური მმართველობის ხარისხმა, შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ და მიმზიდველმა საინვესტიციო გარემომ იქონია. აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს 2019-2020 წლების ეკონომიკურ ზრდაზე“, – განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები