სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს. მონიტორინგის შედეგები ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყების ინფორმირება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018-2019 წლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა დედაქალაქში აიღეს სასმელი წყლის 63 სინჯი, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები