ქეთევან ციხელაშვილი: რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავლენის გაზრდას ემსახურება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო “პრეზიდენტის”, რაულ ხაჯიმბას შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეხვედრა “ოკუპირებულ აფხაზეთზე რუსეთის გავლენის უფრო მეტად განმტკიცებას” ემსახურება.
„ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ეს ხდება ამ დღეებში, მით უფრო, მოგეხსენებათ, ჩანიშნულია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში და მგონია, რომ ეს სვლა ამ ე.წ. არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ მოვისმინეთ პუტინის მოწოდებებიც, რომ, თითქოს, ეს პროცესი დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და სტაბილურობას შეუწყოს ხელი.
მე ვფიქრობ, საკითხები, რომლებიც იქ იქნა განხილული, ერთგვარი ე.წ. წინასაარჩევნო სვლაც იყო. თუმცა, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, ბუნებრივია, კიდევ უფრო უწყობს ხელს რუსეთის გავლენის განმტკიცებას. კიდევ უფრო მეტი წინაპირობა და პირობა არის დაყენებული რუსეთის მხრიდან და მეტი ზეგავლენა და კონტროლი მყარდება მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე რეალობაა და, მათ შორის, მძიმეა იქ მაცხოვრებელი ადამიანებისა და საზოგადოებისათვის“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები