სებ-ი: ლარის კურსის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში, სავალუტო ინტერვენციებსაც გამოვიყენებთ

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სებ-ი კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს და, დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, სავალუტო ინტერვენციებსაც გამოიყენებს, რათა თავიდან იქნას აცილებული მაღალი ინფლაცია.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკი თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში
“ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის – ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა. ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და, დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის – სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია”, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები