1 აშშ დოლარი 2.9718 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0211 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9718 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (30 ივლისი, 2019) მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.9507 ლარი ღირდა.
0.0238 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.3127 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2889 ლარი იყო.