მაია ცქიტიშვილი: ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია თავის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი

0

“ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია თავის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და ამის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, ბესელიას ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
“ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია თავის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და ამის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი, არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამაზე გაეცა. მას ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი