ლევან კობერიძე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს

0

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც “რუსთავი 2-ის“ საკუთრების დავის თემაზე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რამდენიმე კოლეგა დეპუტატთან ერთად, მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით, პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრასა და მსჯელობის გამართვას სთავაზობს.

კობერიძის განცხადებით, პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში ოფიციალურად გაუგზავნიან მოწვევას დავით დვალსა და ჯარჯი აქიმაძეს.
“რუსთავი 2-ის” საკუთრების დავის თემაზე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, ჩემს რამდენიმე კოლეგა პარლამენტართან ერთად, ვთავაზობ პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრისა და მსჯელობის გამართვას მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით.
მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ამიტომ ამ ორი ადამიანის  (რომლებიც საკუთრების უფლებისათვის ძალიან დიდი ხანია იბრძვიან ) საზოგადოების ინტერესების გამომხატველ სივრცეში – პარლამენტში მოწვევასა და მოსმენას აუცილებელად მივიჩნევთ.
დაველოდებით მათ მოსაზრებას მსგავსი ტიპის შეხვედრის შესახებ და პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში ოფიციალურად გავუგზავნით მოწვევას“, – წერს ლევან კობერიძე.

კომენტარები

კომენტარი