აკრძალული საგნების შენახვის და სარგებლობის ფაქტზე მსჯავრდებულს ბრალი წარედგინა

  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ ე. ა.- ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, აკრძალული საგნის შენახვა-ტარებისა და სარგებლობის ფაქტზე ბრალი წარედგინა. “გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში მოთავსებული ე. ა. აკრძალულ ბასრ საგანს – დაშლილ ერთჯერად სამართებელს ინახავდა და ატარებდა, რომლის მეშვეობითაც, 2013 წლის 15 ნოემბერს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა მიიყენა. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, -აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები