16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

დოლაბაურის ქუჩაზე, 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს, შიშუ პალ ბურდაკს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბურდაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა.
ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა, რადგან მისი თქმით, ობიექტის დემონტაჟის ნებართვა მას არ მიუცია და არ იცის, მუშები იქ როგორ მოხვდნენ.
“მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. მე არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის”, – განაცხადა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე ლიფტის დემონტაჟისას, 16 წლის მუშა დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები