რატომ ეთქვა უარი იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე – შსს -ს განმარტება

“უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტის, „ვახტანგისის” გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით”, -ამის შესახებ “კვირას” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს.
უწყებაში განმარტავენ, თუ რატომ ეთქვა უარი სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე.”უკრაინის მო
ქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას, უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე, უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე, პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტის, „ვახტანგისის” გავლით, გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით”, – განუცხადეს “კვირას” უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები