,,ქარვასლასთან” პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებისას ორმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა თბილისში სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლასთან” მოხდა. ამის შესახებ ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლასთან” დაკავების დროს დამნაშავეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები