გრიგოლ ვაშაძე მოწმის სტატუსით ხვალ გამოიკითხება
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით ხვალ გამოიკითხება.
გამოკითხვა 11:00 საათზეა დაგეგმილი. გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.
გამოკითხვაზე დაბარებულია პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.