კახელი ფერმერი: თუ ღვინო არ იციან და მარიხუანით არიან გაბრუებულები, დაანებონ ღვინის ხსენებას თავი

„მთელი ქვეყანა აღშფოთებულია ნიკა გვარამიას საქციელით“, – ასე გამოეხმაურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოღვაწე ფერმერი „რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის მიერ ქართველი მეღვინეების მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

„ეს არის უგვანო, უსაზიზღრესი და არაადამიანური საქციელი. როდესაც უფალი ბრძანებს, რომ „ღვინო ჩემს სისხლს” ნიშნავს, არ შეიძლება ღვინის ასეთი შეურაცხყოფა. ღვინო არის ჩვენი იდენტობის ნიშანი. მთელი ქვეყანა აღშფოთებული ვართ, რაც მაგ გარეწარმა გააკეთა. თუ ღვინო არ იციან და არიან მარიხუანით გაბრუებულები, დაანებონ ღვინის ხსენებას თავი ვიღაც ქათმებმა. ნურსად გადაგვეყრებიან გაბრაზებულ კახელებს”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები” განაცხადა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ “ბორჯომი”, ღვინო და “ნაბეღლავი” შეიტანოს რუსეთში? ჩავუ*სი სამივეში, ფეხებზე მკიდია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები