ლევან ვასაძე შსს-თან ჯვრით ხელში მივიდა – „არანაირი „პრაიდი“ საქართველოში არ ჩატარდება“

“არ დავიღლებით, „პრაიდს“ არ ჩავატარებინებთ”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განაცხადა, სადაც ის ჯვრით ხელში მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. „არანაირი „პრაიდი“ საქართველოში არასდროს ჩატარდება. რადგან იყო დაანონსებული, რომ ამ შენობასთან აპირებდნენ დღეს დილით შეკრებას, მოვედით. ჩვენ არ დავიღლებით და არასდროს დავიხევთ უკან. აქედან მივდივართ ვერის ბაღში. იქ მოვა ჩვენი უამრავი მხარდამჭერი. დაველოდებით „პრაიდის“ ადგილსა და დროს, სადაც   უნდა იყოს ის, დავიძრებით და არ ჩავატარებინებთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები