დაპირისპირება „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტსა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის „კვირას“ პრესკლუბში (ვიდეო)

უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძესა და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტ ნინო ვარძელაშვილს შორის „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეკამათება მოხდა.
როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს.
ჟურნალისტმა ლორთქიფანიძეს ჰკითხა, რა მუხლით უნდა დაისაჯოს გაბუნია.
„არ არსებობს მუხლი, რომელიც ჟურნალისტის თავისუფლად გამოხატვას შეზღუდვას“, – უთხრა ჟურნალისტმა ლორთქიფანიძეს.
კამათი ამ კითხვის შემდეგ დაიწყო. ლორთქიფანიძემ ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა.
ცნობისთვის, გუშინდელ გადაცემაში გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები