ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მაუწყებლობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
დილიდან, არხზე საეთერო პროგრამით გათვალისწინებული გადაცემები ეთერში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ განცხადება მაუწყებლობის შეწყვეტისა და ეთერის გათიშვის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2-ის” წინ დაწყებულ აქციაზე ვითარება დაიძაბა. საპროტესტო აქცია “რუსთავი 2-ის” შენობასთან გვიან ღამით დაიწყო. აქციის მონაწილეები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასა და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ არხის დატოვებას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” გადაცემა P.S-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.