„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა: ბოიკოტი არხს, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომი გამოუცხადა

“რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა. საჭიროა 10 ათასი ხელმოწერის შეგროვება, ჯერჯერობით პეტიციას ხელი 189 ადამიანმა მოაწერა.

„ის, რაც რუსთავი-2-ის ეთერში, გადაცემა “PS”-ში ვნახეთ, სცდება ჟურნალისტიკას და ეთიკას. ეს არის მოღალატეობრივი პროვოკაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ, რაც დაუშვებელია! გიორგი გაბუნიას პროვოკაციული საქციელი არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის მტრობა. ბოიკოტს ვუცხადებთ არხს, რომელიც საკუთარი ხალხის მტერია! ბოიკოტს ვუცხადებთ არხს, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომი გამოუცხადა!”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არაეთიკური გამონათქვამებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები