მირზა სუბელიანმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა

მირზა სუბელიანმა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე  დანაშაულის დაფარვის ბრალდებით იყო მსჯავრდებული, საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დილით, 9:00 საათზე დატოვა.
სუბელიანს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 1 წლითა და 1 თვით აღკვეთა შეუფარდა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებში სუბელიანი სხვა შესაძლო ბრალეულობაზეც არის საუბარი. კერძოდ – კომისია მიიჩნევს, რომ სუბელიანმა, თავისი ჩარევის შედეგად, გამოძიების მიკერძოებულობა გამოიწვია, ასევე, ზემოქმედება მოახდინა გამოსაკითხ პირებზე, გამოძიებას ხელი შეუშალა და ცრუ ჩვენება მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები