„რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ორი მოთხოვნა შესრულა, პირველი – ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო ბოდიშის მოხდა და მეორე – არხის მაუწყებლობის შეჩერება.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ ხვალ დილით არხმა მაუწყებლობა განაახლა, ტელეკომპანიის შენობასთან კვლავ შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტის მიზეზი ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა.