ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი: ეწვიეთ საქართველოს, ვინც ჯერ არ ყოფილხართ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარკ პრიჩარდმა დამსწრებს მოუწოდა, თუ ჯერ არ ყოფილან, ესტუმრონ საქართველოს, რადგან ის მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა. პრიჩარდმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ღვინის უძველესი კულტურა და საინტერესო ისტორია აქვს. „საქართველო მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა, თავისი ისტორიითა და უძველესი ღვინის კულტურით, ესტუმრეთ საქართველოს, ვინც არ ყოფილხართ ჯერ“, – განაცხადა პრიჩარდმა. ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მომხსნებლებიც იყვნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი. ღონისძიებაზე რომელსაც ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, სერბეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების პარლამენტარები ესწრებოდნენ, გაიმართა ფოტოგამოფენა, ასევე, შედგა 100 წლის პარლამენტარიზმის ფილმის ჩვენება. სტუმრებმა ქართული ღვინოც დააგემოვნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები