დღეს, ,,Art-გენი 2019″ -ის თბილისის ტური გაიხსნება

დღეიდან თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში  ფესტივალი  „Art-გენი 2019″ -ის  თბილისის ტური გაიხსნება.  ფესტივალი  14  ივლისს  დაიხურება.

მე-16 Art-გენზე ,  ტრადიციული პროგრამის გარდა, მაყურებელს ბევრი პრემიერა და სიახლე ელის.

როგორც “კვირას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი 14:00 საათიდან გამოფენებით გაიხსნება. დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, ღვინისა და ლუდის სივრცეები, 18:00  საათიდან  – სხვდასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, 20:00 საათიდან კი თანამედროვე მუსიკის  კონცერტები დაიწყება.

7 ივლისს, „Art-გენის”  თბილისის ტურს დათო ევგენიძე  გახსნის.  ევგენიძის კონცერტამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება,   „აკუსტიკის” კონცერტს დაესწროს, სადაც SALIO,   The bearfox და  Lua წარდგებიან.

8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool  და ბაკურ ბურდული გააგრძელებენ,  9 ივლისს – REGGAEON-ი, 10 ივლისს ჯგუფი „ჩვენებურები” და ლელა ნაყეური.  დასკვნით კონცერტამდე,  „ჰოროლის” ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა გაიმართება.  11 ივლისს  „Art-გენის” სცენა  ჯგუფ „ფრანს”  დაეთმობა. 12 ივლისს მაყურებელს  ნინო ქათამაძის კონცერტი ელოდება, 13 ივლისს  მაყურებლის წინაშე ნიაზ დიასამიძე  წარდგება.
14 ივლისს  ,,Art-გენი 2019″  „სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები