გარემოს დაცვის  სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო – სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები საჩხერეში, ე.წ საზღვრისპირა სოფელ პერევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება  სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.

სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები