“საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციაში საუბარია, თუ რა სიტუაცია უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას თქმით, რომ ლუქსემბურგში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე წარსადგენად, საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სიტუაციას შეეხება. მისივე განცხადებით, რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და უარი თქვას საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების არალეგალურ აღიარებაზე.
„ჩვენი დელეგაცია აქტიურად მუშაობს, რომ მოიპოვოს პარტნიორების მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ეს რეზოლუცია იქნეს მიღებული. დოკუმენტში ვრცლად არის წარმოდგენილი, თუ რა სიტუაციაა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. დოკუმენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციას, ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე და ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაზე. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, დააწესონ შესაბამისი შეზღუდვები და სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც არიან ამ სიაში. ასევე, რეზოლუცია მიესალმება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას“, – განაცხადა დონდუამ.