„არტ-გენზე“ დასწრების მსურველებისთვის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს
მუსიკალურ ფესტივალ „არტ-გენზე“ დასწრების მსურველთათვის, 7-დან 14 ივლისის ჩათვლით, თბილისის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს. ავტობუსები კუს ტბის გადასახვევიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე 15 წუთის ინტერვალით, 14:00 საათიდან 03:00 საათამდე იმოძრავებენ.
7-14 ივლისს თბილისის ტური ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება, რომელსაც დათო ევგენიძე გახსნის. მანამდე კი გაიმართება ჯგუფ „აკუსტიკის“ კონცერტი.
„ არტ-გენი”14 ივლისს “სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.