წვიმა და ელჭექი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და 6 ივლისს ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 6 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.