რუსეთმა საფრანგეთს ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრებისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე გადასცა

რუსმა პოლიციელებმა მოსკოვში საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქე, სევდინ ბროიანი გადასცეს, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებასა და ფულადი სახსრების გათეთრებაშია ბრალდებული და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
სააგენტო “ლაიფის” ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ირინა ვოლკმა განაცხადა.
„ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია აქტიური დაჯგუფების 21 აქტიური მონაწილე, რომელსაც ფიგურანტი მეთაურობდა. გარდა ამისა, ამოღებულია იარაღი, მიტაცებული ქონება და, დაახლოებით, 60 ათასი ევრო, რომელიც აღნიშნულ კრიმინალურ ჯგუფს ეკუთვნოდა“ , – აღნიშნულია რუსეთის შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, სევდინ ბროიანი მოსკოვის მახლობლად, რეუტოვში 2018 წლის აპრილში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები