ოზურგეთში ტრაქტორი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ავარია მოხდა. ტრაქტორი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, ტრაქტორს მამაკაცი მართავდა, რომელსაც ძმის შვილები მდინარეზე საბანაოდ მიჰყავდა, ავარია კი მდინარემდე მისვლამდე მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.