მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება აღმოფხვრილია
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება აღმოფხვრილია. რამდენიმე წუთის განმავლობში მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ “სამგორამდე” მოძრაობდნენ და ვერ ემსახურებოდნენ ვარკეთილის მეტროსადგურის მგზავრებს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს.
„მატარებლები, დაახლოებით, 12 წუთის განმავლობაში მოძრაობდნენ მხოლოდ მეტროსადგურ “სამგორამდე”. ვარკეთილის მეტროს მგზავრებს ამ 12 წუთის განმავლობაში მეტროპოლიტენი ვერ ემსახურებოდა. პრობლემა ამ დროისათვის მოგვარებულია და მატარებლები ჩვეულებრივად გამოდიან საწყისი პუნქტიდან. რა სახის ხარვეზი იყო, ჯერჯერობით, დაუდგენელია და მიმდინარეობს სამუშაოები”, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.